გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეული
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისათვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. მაკა ბოჭორიშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თუკი 2027 წელს საქართველო თავმჯდომარე გახდება, ყურადღებით მოუსმენს ყველა მონაწილე სახელმწიფოს და ითანამშრომლებს თითოეულ პარტნიორთან. მიღებას ნიუ-იორკში პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.