გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად ოფიციალური თბილისი გაეროს ტრიბუნას გამოიყენებს. ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოდან ჩასულ დელეგაციას სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც 25 სექტემბერს მსოფლიოს 200-მდე ლიდერს მიმართავს. ტექსტი ახლაც იწერება, თუმცა რამდენიმე გზავნილი ცნობილია.

გენერალურ დებატებზე გამოსვლის დროს მთავარი აქცენტი ოკუპაციაზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე გაკეთდება, პრეზიდენტი გამოეხმაურება სესიის თემებსაც: ჯანდაცვას, კლიმატურ ცვლილებებს და სიღარიბის დაძლევას.

სალომე ზურაბიშვილს უკვე მოუსმინეს უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე, დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც. ეს არის პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როცა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.