გაერო-ს გენერალური ასამბლეა

ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინის ეზოში, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა „მშვიდობის ზარის“ რეკვის ყოველწლიურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ტრადიციულად იაპონურ ბაღში, მშვიდობის საერთაშორისო დღის წინ გაიმართა. „მშვიდობის ზარი“ გაერო-ს იაპონიამ 1954 წელს გადასცა. ის გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული ხურდებისგან არის შექმნილი. როგორც ცერემონიაზე ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, ამჟამად მშვიდობა თავდასხმას განიცდის. მან საერთაშორისო საზოგადოებას ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, ისეთი საერთო გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებისკენ მოუწოდა, როგორიც სიღარიბე, შიმშილი, უთანასწორობა და კლიმატური ცვლილებებია. ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 13 სექტემბერს გაიხსნა, 20 სექტემბრიდან კი, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნაზე მსოფლიო ლიდერები წარდგებიან.