გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისრის, ჯესიკა როზვალის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, გარემოს დაცვის მინისტრის, მაგნუს ჰეუნიკეს ერთობლივი მოწვევით, დავით სონღულაშვილი ნაირობიში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.
გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების მინისტრების პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე – „დრო იწურება: გლობალური პლასტმასის ხელშეკრულებაზე შეთანხმების დროა.“ როგორც დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მზად არის ეროვნული გარემოსდაცვითი სტანდარტების, ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებზე, რომლის თანახმადაც 2026 წლის იანვრიდან იკრძალება შერჩეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია.