გაერო-ს ფორუმი თბილისში – ორმხრივი შეხვედრები
გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პაატა სალიამ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ. წლევანდელი თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაა. ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო მზადაა, პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი, მათ შორის, ციფრული და დისტანციური სერვისების მიწოდების სისტემის განვითარების მიმართულებით.