გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადება

კრივოი როგზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი. ვოლკერ თურქი აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ თავდასხმას ყველაზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ჯგუფმა თავდასხმის ადგილი მოინახულა, ზიანი დააფიქსირა და მოკლული ბავშვების სახელები და ვინაობა დაადგინა.

„ეს არის ყველაზე სასიკვდილო დარტყმა ბავშვების წინააღმდეგ რაც კი ოფისს 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადაუმოწმებია. ეს წარმოუდგენელი საშინელებაა – ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს. ერთმა აფეთქებამ დაასრულა 18 ადამიანის სიცოცხლე. რუსეთის ფედერაციის მიერ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ფართო მოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება გამოხატავს მათი მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის უგუნურ უგულებელყოფას“, – აღნიშნულია განცხადებაში.