ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესია მიმდინარეობს. მონაწილეებს რამდენიმე წუთში სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმართავს. ქვეყნების ლიდერები საუბრობენ მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
სესია გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. სიტყვით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც. ვოლკერ ტურკთან მაკა ბოჭორიშვილს პირისპირ შეხვედრაც აქვს დაგეგმილი. ქართველი დიპლომატი დისკუსიას გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
თამუნა წიკლაური ჟენევიდან.