გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია

მხარდაჭერა საქართველოს და მწვავე გზავნილი მოსკოვს – ცოტა ხნის წინ გაერო-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. მწვავედ არის შეფასებული ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა. ავტორები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ითხოვენ.

„თანამშრომლობა საქართველოსთან“, – ასეთია გაერო-ს  რეზოლუციის სახელწოდება, რომელიც სესიაზე ქართულმა მხარემ წარადგინა. რეზოლუციის წარგდენისას სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა ოკუპანტი ქვეყნის მიერ საქართველოს წინააღმდეგ  წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეც. პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გაკეთდა მხარდამჭერი განცხადებებიც.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.