გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია
გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. გაერთიანებული სამეფო ადასტურებს, რომ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობის” შესახებ. რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარულ პრობლემებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის“.