გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილება

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დროს ძალადობის გამოძიებას მხარი დაუჭირა.

საბჭომ ისლამური ქვეყნების ჯგუფის მიერ წარდგენილი რეზოლუცია 24 ხმით, ცხრის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეზოლუციის მთავარი გზავნილია მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომისიის შექმნა ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად. დოკუმენტში საუბარია დაძაბულობის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის გაჭიანურების ყველა ძირეული მიზეზის გამოძიების საჭიროებაზეც.