გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადება

12:14, 04.04.2025

საქართველოში ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი.

„შეშფოთებული ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებული შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც აძლიერებენ უკვე არსებულ რისკებს გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლების, თანასწორობისა და სამოქალაქო სივრცისთვის და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში“, – აღნიშნავენ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში.

მსგავსი