გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადება უნდა იყოს ერთიანი და გამოიყენოს ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ახლა არსებობს. ესაა „თალიბანის“ სურვილი, რომ მათი მთავრობა აღიარონ.
„თალიბანის“ წევრებმა ქაბული 15 აგვისტოს დაიკავეს და ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნის შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით, „თალიბებმა“ პირობა დადეს, რომ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებენ, რომელიც იქნება ინკლუზიური და მასში ქალებიც იქნებიან წარმოდგენილი. თუმცა, ამავე დროს „თალიბანში“ აცხადებენ, რომ ავღანეთში დემოკრატიული სისტემა არ იქნება.