გაძვირებული საწვავი

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, საწვავი კიდევ უფრო გაძვირდა. ფასებმა პიკს ბოლო ერთ თვეში მიაღწია. ეროვნული ვალუტის გარდა ბენზინის და დიზელის ფასის მატების მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარებაც სახელდება. ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები გაზრდილია. პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. ნავთობკომპანიების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ უკვე გაძვირებული საწვავის ფასმა კიდევ აიწიოს.