მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ქვეყნიდან გაძევების მიზნით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნული პირის მონაწილეობით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით დაეკისრა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გააძევეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.