გადმოასვენებენ თუ არა დღეს ტატუნაშვილის ცხედარს - ინფორმაციას თბილისში ვერ ადასტურებენ

გადმოასვენებენ თუ არა დღეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს?  – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში ვერ ადასტურებენ. ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ, დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომაგენელმა დიანა გასიევამ, ადგილობრივ მედიას განუცხადა.  ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, გაურკვეველ ვითარებაში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, 23 თებერვალ გავრცელდა. ცხედრის გადმოსვენება ტატუნაშვილების ოჯახი უკვე თითქმის ერთი თვეა ელოდება.