გადაწყვეტილება საოჯახო სასტუმროებისთვის

საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები 2020 წლიდან წყლის ტარიფს ახალი მოდელით გადაიხდიან.

სემეკმა აბონენტთა მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა, რაც ნიშნავს, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებისთვის წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფი გავრცელდება. თუმცა დაწესდება გარკვეული ზღვარი.

ამ სფეროში მომუშავე მეწარმეები უკვე წლებია არასაყოფაცხოვრებო ტარიფს იხდიან, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით გაცილებით მაღალია.