გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე

ცხრათვიანი პატიმრობის დასასრული. დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხის გარეთ დაელოდება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თურქული მხარის მიერ  ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული ჩაბუქი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ მოსამართლე თურქეთში მისი ექსტრადაციის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი დემირელის კოლეჯის ყოფილი პედაგოგი და უფლებადამცველები კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ საფრთხეზე, რომელიც ჩაბუქს თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში ემუქრება. მაისში დაკავებულ მასწავლებელს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა ხუთ დღეში ისედაც ეწურებოდა, ამიტომ რეზონანსული საქმის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩაბუქი გირაოს შეფარდების წინააღმდეგი იყო.