სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ჯიხაშკარში ადიდებულმა მდინარე ტარჩიამ ხიდი წაიღო. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას ზუგდიდის, მარტვილის, წალენჯიხის სოფლებში. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და შიდა სასოფლო გზები. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები გამოდარებისთანავე დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს. სინოპტიკოსების პროგნოზით რეგიონში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.