გადაუღებელმა წვიმებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოფლებში ვერხვის მინდორში, განჯალასა და უზუნთალაში დაიტბორა ათობით საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, საკარმიდამო ნაკვეთები და განადგურდა ერთწლიანი კულტურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები, წყლის დონემ შედარებით იკლო, თუმცა, რეგიონში ამ დრომდე ინტენსიურად წვიმს.
ჟანა დიდებაშვილი ლაგოდეხიდან.