გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის საერთაშორისო აღიარება

15:25, 30.06.2026

ადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო. საზეიმო ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის არსებობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში.

მსგავსი