გადატრიალება სუდანში

სუდანში დეკემბერში დაწყებული სოციალური პროტესტი სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის 30-წლიანი რეჟიმი დაემხო. ქვეყანას ახლად ფორმირებული სამხედრო საბჭო მართავს. ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი აფრიკულ სახელმწიფოში არჩევნები გაიმართება.

ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ცვლილებების ფონზე მოსახლეობის ნაწილი სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგია. ნაწილი კი ალ-ბაშირის მრავალწლიანი მმართველობის დასრულებას ზეიმობს.