გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების პოპულაცია

21:40, 17.10.2026

ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანიც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაციაა. კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკბები დღეს გურჯაანში, სოფელ კალაურში გაუშვეს. ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში საშენი მეურნეობა ფუნქციონირებს, სადაც გადაშენების პირას მყოფ ფრინველებს ზრდიან. ინიციატივის მიზანი უნიკალური ჯიშების ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. პროექტი ხუთი წელია მიმდინარეობს და დღემდე ველურ ბუნებაში 25 ათასი ფრინველია გაშვებული.

მსგავსი