გადარჩენილი მემკვიდრეობა

ქართული კინოს 110-წლიანი ისტორია ერთ საგამოფენო სივრცეში.

კინოსტუდია „ქართული ფილმი“ მასშტაბური საიუბილეო გამოფენისთვის ემზადება. ექსპოზიციაზე კინო-სტუდიის საცავებში დაცული უნიკალური საარქივო მასალები, კინო-მხატვართა ნამუშევრები, რარიტეტული ტექნიკა და ცნობილი ქართული ფილმების გმირების კოსტიუმები იქნება წარმოდგენილი. პარალელურად დაგეგმილია ვიდეო და ფოტოფონდის უნიკალური მასალების ჩვენება და ქართული კინო-მუსიკის კონცერტიც.