გადარჩენილი ექსტრემისტები და სპეცსამსახურების პოლიტიკა

სად მიდიან ტერორისტები, როცა მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაცია მარცხდება? ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მარცხის შემდეგ, ეს კითხვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში ყველაზე აქტუალურია.

ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება დაიწყო. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკურმა ჯგუფმა ამერიკაში დაბრუნებულ ექსტრემისტებზე ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, არსებობს საფრთხე, რომ ტერორისტებმა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ტერაქტები დაგეგმონ.

ISIS-ის რიგებში მებრძოლ ამერიკის იმ მოქალაქეებს შორის, რომელთა ადგილმდებარეობა უცნობია, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერიცაა.