გადამწვარი შირაქის ველები

21:12, 16.08.2026

ალოობის შემდეგ შირაქის ველზე გადამწვარ მიწის ნაკვეთებს ხშირად ნახავთ. თითქმის ყოველწლიურად ფერმერთა უმრავლესობა საკუთარ სახნავ-სათესზე დარჩენილ ნამჯას მიზანმიმართულად წვავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია და ჯერ კიდევ აუღებელ მოსავალს საფრთხეს უქმნის, ადგილობრივები ამ გზით იმ ხარჯებს არიდებენ თავს, რომელიც მიწის სახნავად მომზადებისთვის არის საჭირო. გარდა იმისა, რომ მინდვრების გადაწვა მოსავლიანობას ამცირებს, უმართავი ხანძრების გამო წელსაც ასობით ჰექტარ ფართობზე დაიწვა მრავალწლიანი ხეები, ბუჩქნარი და ქარსაცავი ზოლი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინდვრების გადაწვის თაობაზე ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრებს ხშირად მართავს, თუმცა რეგულაციებთან ერთად მნიშვნელოვანია ადგილობრივებმა ალტერნატიული შეთავაზებებიც მიიღონ.

მსგავსი