გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

21:41, 21.08.2026

ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება.

ნადირობის მსურველებს ნებართვის მისაღებად გარკვეული მოთხოვნების დაცვა და პროცედურების გავლა მოუწევთ. უკანონო ნადირობის ფაქტების გამოსავლენად დაგეგმილია უწყვეტი მონიტორინგი, რისთვისაც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ბრიგადები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვეს. მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის ადგილი, ნაკრძალი და ეროვნული პარკი, სადაც ნადირობა კანონით აკრძალულია, ასევე გამოყენებული იარაღები და მოწყობილობები და ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობები. კანონის დამრღვევებისთვის ჯარიმებია გათვალისწინებული, ცალკეული დარღვევები კი სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

მსგავსი