გადაჯგუფებები ოპოზიციაში ჩაშლილი დამხობის შემდეგ

21:31, 09.10.2025

მოსალოდნელი გადაჯგუფებები ოპოზიციურ ფლანგზე – როგორ განაგრძობს თვითმმართველობის არჩევნების და არშემდგარი მშვიდობიანი დამხობის შემდეგ ოპოზიციური სპექტრი საქმიანობას.

თავი ამოწურა „რვიანის“ ფორმატმა, რომელიც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტირების მომხრე პოლიტიკურ ძალებს აერთიანებდა. „რვიანის“ მონაწილე „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ახალი გაერთიანების ფორმირებას აანონსებს, თუმცა ამ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ ყოფნას გამორიცხავს. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ზეწოლის და კრიტიკის მიუხედავად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გეგმა არ შეცვალეს, ახლა ბრძოლის ინსტრუმენტად საკრებულოების გამოყენებას აპირებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, რომელმაც პარლამენტის მსგავსად, 4 ოქტომბრის არჩევნებსაც ბოიკოტი გამოუცხადა, წინააღმდეგობის გაძლიერების გეგმებს სახავს, თუმცა საერთო სტრატეგია ჯერ არ არსებობს. სანამ ოპოზიციის ნაწილი მშვიდობიანი დამხობის გეგმის ჩავარდნის მიზეზებს არკვევს, მეორე ნაწილი კი არჩევნებზე დამდგარ შედეგს აანალიზებს, ხელისუფლების დღის წესრიგში თვეების წინ დაანონსებული გეგმა აქტიურდება, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გულისხმობს.

მსგავსი