გადაიხედება თუ არა საბანკო რეგულაციები

ამოქმედებიდან სამი თვის შემდეგ ბიზნესმენების ნაწილი საბანკო რეგულაციების გადახედვას ითხოვს. საუბარია წესზე, რა დროსაც შემოსავლების დადასტურების გარეშე საბანკო სესხის გაცემა იზღუდება.

დაკრედიტების ახალი სისტემა განსაკუთრებით სამშენებლო სექტორს და ტექნიკის მაღაზიების მფლობელებს აწუხებთ. მენაშენეთა ასოციაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

ჭარბვალიანობასთან ბრძოლის არგუმენტით მთავრობა უკან დახევას არ აპირებს.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, არსებობს თუ არა რეგულაციების კორექტირების შანსი.