გადაიხედება თუ არა გაზის ტარიფი – საკანონმდებლო ცვლილებები 

21:40, 28.10.2026

გაზის და წყლის ტარიფის გადახდის დღეს არსებული წესი შესაძლოა გადაიხედოს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში, ელექტროენერგიის მსგავსად, ბუნებრივი აირისა და წყლის შემთხვევაშიც დიფერენცირებული ტარიფი დაწესდეს. შესაბამისი უფლებამოსილება სემეკ-ს დაჩქარებული წესით განხილული და დღეს დამტკიცებული კანონით პარლამენტმა უკვე მიანიჭა. თუ მარეგულირებელი კომისია ინიციატივას გაიზიარებს და პრაქტიკაში დანერგავს, მოქალაქე გადასახადს მოხმარებული წყლის და გაზის მოცულობის შესაბამისად გადაიხდის, ანუ თუ მანამდე, მოხმარებული რესურსის მოცულობის მიუხედავად, ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ტარიფს თანაბრად იხდიდა, მომავალში შესაძლოა ახალი სატარიფო პოლიტიკა და დიფერენცირებული მიდგომა იყოს. უკვე დამტკიცებული ცვლილებების ავტორი დეპუტატები კანონის შეცვლის მიზნად ენერგორესურსების დაზოგვას და ეკონომიურად მოხმარებას ასახელებენ და დასავლურ პრაქტიკაზე მიუთითებენ. გამოიყენებს თუ არა სემეკი ახალ უფლებამოსილებას და დანერგავს თუ არა საფეხურებრივ ტარიფს – მარეგულირებელი კომისია რამდენიმე მოდელზე მუშაობს.

ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ორ თვეში გახდება ცნობილი.

მსგავსი