გადადგება თუ არა რექს ტილერსონი

რექს ტილერსონი ისევ ამერიკელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია. ჯერ ერთი წელიც არ არის გასული,  რაც ტილერსონი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს და უკვე რამდენჯერმე  გავრცელდა ცნობა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. ამჯერად ნიუ იორკ თაიმსი ამბობს, რომ ტრამპი მის შესაცვლელად ემზადება, თუმცა თეთრი სახლი ინფორმაციას უარყოფს.