გადადებული კონცერტები

პანდემიის გამო შეცვლილი განრიგი კულტურის სფეროში.

გაზაფხულსა და ზაფხულში დაგეგმილი კონცერტები და მასშტაბური მუსიკალური ფესტივალები რამდენიმე თვით გადაიდო. მათ შორისაა თბილისის ჯაზ-ფესტივალის გამართვა და „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“. ცვლილებები შეეხო თბილისი „ოფენ ეარსაც“. შეიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის ჩამოსვლის თარიღიც.

გადადებულია ფრანგი საქსოფონისტის, ჯიმი საქსის კონცერტიც. მუსიკოსთან ამ ეტაპზე ახალ თარიღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.   კონცერტის ზუსტი დრო უახლოეს მომავალში გაირკვევა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ყველა დაგეგმილი კონცერტი და ფესტივალი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.