გადაცემა „ფერმა“ დაჯილდოვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ფერმა“ დაჯილდოვდა.

კონკურსში, რომელშიც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პირველი არხის ჟურნალისტის, თამთა წერეთლის ნამუშევარმა გაიმარჯვა.

დაჯილდოება დღეს რძის სექტორის კავკასიურ კონგრესზე გაიმართა, სადაც 200-ზე მეტი მერძევე ფერმერი, გადამამუშავებლები, მანქანა-დანადგარების მომწოდებლები, დარგის ექსპერტები შეიკრიბა.

პროექტის მიზანია დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის ზრდით წარმოშობილ გამოწვევებს უპასუხონ.

რძის სექტორის კონგრესი წელს მეხუთედ იმართება.