გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი შენობის გახსნა

15:25, 10.05.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთის მხარეში იმყოფება. დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალ შენობას გახსნის და სამუშაო პირობებს გაეცნობა. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ მოისმენს ინფორმაციას. მინისტრი ასევე დაათვალიერებს სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს.

მსგავსი