გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხაშურში

21:15, 17.05.2026

უკვე მესამე წელია ხაშურის რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება განსაკუთრებით ჭირს. მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში ვერ დასრულდა. ამის გამო, ქალაქის ცენტრში გზის სავალი ნაწილი მოუწესრიგებელია. ისევ ვერ ხერხდება ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება, პრობლემის მოგვარება პირდაპირ არის დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან, რომელიც შემსრულებელი კომპანიების მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო გაჭიანურდა.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი