რა კავშირში არიან პანკისში დაკავებულები სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ პირებთან – სუს-ის განცხადება

15:05, 26.12.2017

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობა ცნობილია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 ნოემბერს, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, არა საედ დუდაევი, არამედ რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. რაც შეეხება ლიკვიდირებულ პირებს, ისინი ასევე რუსეთის მოქალაქეები და ინტერპოლის მიერ ძებნილები იყვნენ.

მათი დაფინანსებისა და დახმარების ბრალდებით სუს-მა 5 პირი აიყვანა. ისინი ამ წუთებში მოდულის შენობაში არიან გადაყვანილი.

ლიკა ალელიშვილი თემის დეტალებით.

მსგავსი