„გაბრაზებული ბათუმელების“ შეხვედრა

ბათუმის საზაფხულო თეატრში მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების“ შეხვედრა გაიმართა. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გაბრაზებულები არიან მმართველ გუნდზე, თუმცა დღეს ქვეყანა აღმოჩნდა ხელისუფლებაში რეაქციული ძალის დაბრუნების საფრთხის წინაშე, ამიტომ ისინი „ქართულ ოცნებას“ და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს. მოძრაობის წევრების განცხადებით, ისინი ამომრჩევლებზეც გაბრაზდნენ, რადგან მათ პირველ ტურში არ იაქტიურეს.