„გაბედეს“ აქცია ხელვაჩაურში

ხმაური იყო ხელვაჩაურის მერიაში.

მერთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტების შეხვედრა ჩაიშალა. პროტესტის მონაწილეების შეკითხვები მდინარე აჭარისწყალზე ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მათ მერი კორუფციაში დაადანაშაულეს. შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მერის კაბინეტი აქციის მონაწილეებმა დატოვეს. შეხვედრის ჩაშლის შემდეგ აქცია მერიის შენობასთან გაგრძელდა.

დატოვე კომენტარი