ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

18:26, 22.08.2026

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების ჩასატარებლად ბონსია-ჰერცეგოვინაში მიემგზავრება. C ჯგუფში მისი მეტოქეები იქნებიან მასპინძელი „ბუბა მარა“, ნორვეგიული „უტლეირა“ და გიბრალტარის „ლინქსი“. ლევან კობაიძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს 25-30 აგვისტოს ქალაქ კაზიმში გამართავს. ტურნირის მთავარ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს.

მსგავსი