ფუტსალი | საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა პირველ არხზე

საქართველო-რუსეთი – ფუტსალის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი. შეხვედრა თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში 18 საათზე დაიწყება.

მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საფრანგეთთან გამართა და ფრედ დაასრულა. შესარჩევი ციკლიდან ორი საუკეთესო გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მოამბე