ფუტსალი | საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა პირველ არხზე - რუსეთთან მატჩს საიოტი და თოდუა გამოტოვებენ
ფუტსალი | საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა პირველ არხზე - რუსეთთან მატჩს საიოტი და თოდუა გამოტოვებენ

დღეს, 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას გამართავს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, რუსეთს დაუპირისპირდება.

ავთანდილ ასათიანის გუნდი პრინციპული თამაშისთვის უკვე ერთი კვირაა ემზადება. სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებს ორი გამორჩეული მოთამაშე ვერ დაეხმარება – სიმი საიოტი ტრავმირებულია, ხოლო ლიმასოლის აელ-ის ქართველი ლეგიონერი ირაკლი თოდუა ქვეყნებს შორის დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის გამო ვერ ჩამოვიდა.

საქართველოსა და მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის რუსეთის შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.