„ფუტკრის დაცემა“ მონპელიეს ფესტივალზე

ქართველი რეჟისორის ნამუშევარი მონპელიეს საერთაშორისო კინო-ფესტივალზე.

ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმი „ფუტკრის დაცემა“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. სწორედ საფრანგეთში შედგება ახალი ქართული ფილმის პრემიერმა. მას 20-მდე ქვეყნიდან წარდგენილი ნამუშევრები გაუწევს კონკურენციას.

კინოსურათის მთავარი თემა ოჯახური ძალადობაა. ქართველმა რეჟისორმა ფილმი ეროვნული კინოცენტრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებით გასულ წელს გადაიღო.

„ფუტკრის დაცემას“ საფრანგეთის შემდეგ დეკემბერში უკვე ქართველი მაყურებელი ნახავს.