ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე

21:10, 24.06.2026

სააფთიაქო ნარკომანიის მასშტაბური საქმე – გამოვლენილია დანაშაულებრივი სქემა, რომლითაც ფსიქოტროპული წამლები ყოველგვარი რეცეპტის და ნებართვის გარეშე უკონტროლოდ იყიდებოდა. საქმის ფიგურანტებად ცხადდებიან სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიც. გამოძიება ამბობს, რომ საკუთარ პოზიციებს ისინი უკანონო სქემის ხელშესაწყობად იყენებდნენ. საერთო ჯამში საქმეს 31 ფიგურანტი ჰყავს, მათგან 17-ია დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს 24 იურიდიული პირის მიმართაც. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში სქემის მონაწილეებმა 50 მილიონზე მეტი ლარის უკანონო შემოსავლები მიიღეს.
ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიები და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება – პროცესის ორგანიზატორებად ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტიორი კომპანიებია მითითებული.

ვინ არიან სქემის მონაწილეები – ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.

მსგავსი