ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმა

12:29, 18.11.2025

სამედიცინო დაწესებულებები ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკვე მომარაგებულია, პარალელურად კი – სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, როცა ამ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ გაიაფდა. რეფორმა ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების პრევენციას ისახავს მიზნად. ამასთან, სახელმწიფომ, საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან რიგ მედიკამენტებზე, პირდაპირი გზით შესყიდვის შეთანხმებას მიაღწია, რაც პრეპარატების ფასს დამატებით შეამცირებს. ასევე, სახელმწიფომ საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი დაადგინა.

მსგავსი