ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ახალი წესი
ხვალიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაცია ეკრძალებათ და ამ პროცესს სახელმწიფო განახორციელებს. ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ცვლილება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივად მოხმარების რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს. სარჯველაძის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს კომერციული ინტერესი არ აქვს. ეს კი ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. აღნიშნული პროდუქციის შემოტანისა და საბითუმო რეალიზაციის უფლება „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.