რა შეცვალა პაციენტების მკურნალობაში, კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვამ – რეფორმის პირველ შედეგებს, ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და ამ სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობა აკრძალა. მანამდე კი – 15 აგვისტოდან, ჯანდაცვის სამინისტრომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა გადაიბარა. უწყების მონაცემებით, რეფორმის შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიაფდა, მათ შორის არის წამლები, რომელთა ფასებიც 10-ჯერ შემცირდა. რეფორმის შედეგებზე საუბრობენ ექიმებიც და ამბობენ, რომ სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებამ, ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალური მოხმარება უკვე შეამცირა.