ფსიქოლოგების მიმართვა

15:24, 20.12.2019

ხდება სასოწარკვეთილი ბავშვის წარწერის ტირაჟირება და არ ვფიქრობთ, რა რეაგირება ექნებათ ამაზე გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს, – ფსოქოლოგებმა და ფსიქიატრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე 15 წლის ლუკას გარდაცვალების ფაქტის ირგვლივ მედიას და საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

სუიციდის შემცველი წარწერების ტირაჟირების ნაცვლად, ფსიქოლოგები საზოგადოებას სთხოვენ, მეტი დრო დაუთმონ მოზარდებს და მოისმინონ მათი პრობლემები. ამასთან, ისინი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით, ძირეულ სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ, მათ შორის სკოლებში.

მსგავსი