საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონგრესი გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო ახლა ძალადობისა და დაძაბულობის გამოწვევის წინაშე დგას, ამის მიზეზი კი უკრაინაში მიმდინარე ომი და პოსტპანდემიური პერიოდია.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის, რა არის ომის ძალადობა, რომელსაც თან ოკუპაცია ახლავს. პრეზიდენტმა მსოფლიოში არსებულ სხვა გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.