ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ექვსი დაღუპული და ერთი დაკარგული. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან ერთი დღის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.

დღეს მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, თუმცა, ჯერ ისევ უცნობია იმ ახალგაზრდის ადგილსამყოფელი, რომელიც მაშველების ვარაუდით დინებამ გაიტაცა. ამიტომ დღეს ძებნის არეალი გააფართოვეს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაიკეტება.