FRUIT LOGISTICA - საქართველოს პავილიონი ბერლინში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში – FRUIT LOGISTICA 2026 11 ქართული კომპანია მონაწილეობს. წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ძირითადად ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიები. FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა. წელს გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.