„ფრონტერას“ განცხადება 

ამერიკული კომპანია, რომელიც ცალკეული ამერიკელი კონგრესმენების წერილებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუარესების კონტექსტში იყო ნახსენები, ხელისუფლებას ახალ ბრალდებებს უყენებს.

საუბარია საქართველოში 23 წლის წინ შემოსულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერაზე“, რომელთანაც მთავრობას ახლა საარბიტრაჟო დავა აქვს. ხელისუფლება „ფრონტერას“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება. კომპანიის მენეჯმენტი კი ამტკიცებს, რომ მთავრობა მის საქმიანობას პრობლემებს ხელოვნურად უქმნის. კომპანიის სახელით გავრცელებულ ვრცელ განცხადებას არანაკლებ მწვავე რეაქციები მოჰყვა.